იტვირთება

"კლასიკური ქართული ღვინო"

კომპანიის შესახებ

ჩვენს კომპანიას საფუძველი ჩაეყარა მეღვინე ლევან ჯაფარიძის მიერ, რომელმაც 2004 წელს გააშენა ვენახი, რადგან მხოლოდ საუკეთესოდ მოვლილი ყურძნისგან არის შესაძლებელი უმაღლესი ხარისხის ღვინის მიღება. ვენახი მდებარეობს საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის გამორჩეული ტრადიციების მქონე კახეთის რეგიონის უნიკალურ ქინძმარაულის მიკროზონაში.

გაიგე მეტი

ლევან ჯაფარიძის
ღვინოები

გოზაურის ისტორია

გოზაური უძველესი დიდი ზომის (5,8-7ლ) საღვინე თიხის ჭურჭელია. ტერმინი გოზაური XVIII საუკუნეში გავრცელებული იყო მთელ საქართველოში. მისი დამზადების კერად აღიარებულია კახეთი.

ვარაუდობენ, რომ ტერმინი „გოზაური“ უკავშირდება ჭურჭლის გოზვა-შელესვას საღებავით, ჭიქურით. გოზაურს აქვს სწორი, მაღალი ყელი, მრგვალი, იშვიათად ძირისკენ შევიწროებული მუცელი, უტუჩო პირი და ბრტყელი ყური. ხშირად შემკულია რელიეფური ორნამენტით (ცხოველების ან ფრინველების გამოსახულებები, გეომეტრიული და მცენარეული მოტივები).

გაიგე მეტი

რა არის
გოზაური?

გოზაური, საფერავი (წითელი მშრალი) 2015

ღვინო მზადდება ტრადიციული ქართული საფერავის ჯიშის ვაზის ყურძნისგან. ფერი ლალისფერია. არომატი მწიფე ალუბლის და ჟოლოსი, კენკრის არომატი დიდხანს რჩება დაგემოვნების შემდეგ. გემო ხავერდოვანი, ცოცხალი და ხალისიანია. საკვებთან შეხამება: სტეიკი, ღორის ნეკნები, საქონლის ბიფშტექსი, შემწვარი ორაგული და თინუსი.

გაიგე მეტი

გოზაური, საფერავი (წითელი მშრალი) 2015

ღვინო მზადდება ტრადიციული ქართული ვაზის ჯიშის საფერავის ყურძნის საგანგებოთ გადარჩეული და ხელით მოკრეფილი განსაკუთრებული მტევნებისგან. ფერმენტაციის შემდეგ ღვინო გადაიტანება ფრანგული მუხის კასრებში დასაძველებლად. 10 თვის დავარგების შემდეგ ღვინო ბოთლებში ჩამოისხმება, სადაც ის განაგრძობს შემდგომ განვითარებას და გაუმჯობესებას წლების განმავლობაში.

გაიგე მეტი
უკან დაბრუნება