უკან დაბრუნება

იტვირთება

კომპანიის შესახებ
ჩვენს კომპანიას საფუძველი ჩაეყარა მეღვინე ლევან ჯაფარიძის მიერ, რომელმაც 2004 წელს გააშენა ვენახი, რადგან მხოლოდ საუკეთესოდ მოვლილი ყურძნისგან არის შესაძლებელი უმაღლესი ხარისხის ღვინის მიღება. ვენახი მდებარეობს საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის გამორჩეული ტრადიციების მქონე კახეთის რეგიონის უნიკალურ ქინძმარაულის მიკროზონაში.

პირველად 2013 წელს მივიღეთ მონაწილეობა ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალზე, სადაც ჩვენმა 2012 წლის საფერავმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა. 2014 წელს კი იმავე ღვინის ფესტივალზე 2013 წლის საფერავმა ოქროს მედალი და განსაკუთრებული პრიზი საუკეთესო ღვინო „ზედაშე“ მოიპოვა.

ამ წარმატებების შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვეარსებინა კომპანია „ლევან ჯაფარიძის ღვინოები“, რომელიც 2014 წლის 1 სექტემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა საკუთარ ვენახში გაშენებული უნიკალური ვაზის ჯიშებისგან უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოება.
უკან დაბრუნება