უკან დაბრუნება

იტვირთება

ვენახი
ჩვენი ვენახი გაშენებულია საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის გამორჩეული ტრადიციების მქონე კახეთის რეგიონის უნიკალურ ქინძმარაულის მიკროზონაში. ნაკვეთი მდებარეობს სამხრეთისაკენ მიმართულ მცირე დახრილობის ვაკე ადგილზე, ზღვის დონიდან 340 - 360 მ სიმაღლეზე, მდ. ალაზნის მარცხენა მხარეს. მიკროუბანი ხასიათდება ზომიერად ნოტიო კლიმატით, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით, ნალექების ორმაგი მსვლელობით წლის განმავლობაში. ადგილობრივ ჰავას ძირითადად განსაზღვრავს რელიეფური პირობები და მისთვის დამახასიათებელი ცირკულაციური პროცესები.
ალაზნის მარცხენა სანაპიროს მზის ნათების წლიური და სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობის საშუალო მრავალწლიური მონაცემები ახლოს არის საფრანგეთის "გარონის" დაბლობის (კაბერნე სოვინიონის სამშობლო, Cabernet Sauvignon) მონაცემებთან.
ნიადაგწარმომქმნელ ქანებს ალუვიური წარმოშობის რიყნარ-თიხნარი და რიყნარ-სილნარი ნაფენები წარმოადგენს. ნიადაგი და მიკროუბნის სხვა ეკოლოგიური მაჩვენებლები უზრუნველყოფს ამ ტერიტორიაზე მაღალხარისხოვანი ღვინის წარმოებას.
უკან დაბრუნება